ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, იპოთეკით დაზარალებულები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან  იპოთეკით დაზარალებული რამდენიმე პირი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მესხიშვილის თეატრში ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

შეხვედრის დაწყებამდე კი მესხიშვილის თეატრის შესასვლელთან იპოთეკით დაზარალებულები შეიკრიბნენ და დაცვის წარმომადგენლებს თეატრის კარების დახურვის უფლებას არ აძლევენ. თეატრთან იმყოფeბიან პოლიციის წარმომადგენლებიც.

 

იტვირთბა....