ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მექსიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

მექსიკის რამდენიმე ქალაქში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ქალაქის ქუჩებში ათასობით თეთრ მაისურში გამოწყობილი ადამიანი გამოვიდა, რომლებსაც  ხელში ბანერები და ბუშტები ეჭირათ.  დემონსტრანტების მოთხოვნით, ბავშვის მშობლები ქალი და მამაკაცი უნდა იყვნენ.

ამ დროისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინება მექსიკის დედაქალაქსა და კიდევ ორ შტატშია ნებადართული. მაისში ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო მთელს ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა.

იტვირთბა....