ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკავებული სპორტსმენის ახლობლებმა ბათუმის პრკურატურასთან აქცია გამართეს

ბათუმში დაკავებული სპორტსმენის მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა ბათუმის პროკურატურასთან აქცია გამართეს ლოზუნგებით – „არა იარაღის ჩადებას“ და „თავისუფლება უკანონოდ დაკავებულს“.

ოჯახიშვილის ახლობლებმა დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს.  დაკავებულის მშობლები საქმეში მთავარი პროკურორის უშუალოდ ჩართვას და იმ მტკიცებულებების გადახედვას მოითხოვენ, რომელიც დაცვის მხარემ ხელვაჩაურის სასამართლოს გუშინ წარუდგინა.

ოჯახიშვილის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის  განცხადებით, მას  აქვს ვიდეომასალა, რომელიც დაკავებულის უდანაშაულობას ადასტურებს.

“კადრებში ჩანს, რომ მინდია ოჯახიშვილი არავის არ უწევს წინააღმდეგობას და ხალხს მოუწოდებს, დაეხმარონ, რათა იარაღს უდებენ. მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი პიროვნება ცდილობდა, იარაღი მოეთავსებინა მინდია ოჯახიშვილის წელზე“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, სპორტსმენი მინდია ოჯახიშვილი სამი დღის წინ ბათუმში იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა და სამართალდამცველები პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებიან. ოჯახიშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ის დაკავებისას სამართადმცველებმა სცემეს და იარაღი ჩაუდეს. ოჯახიშვილი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მოგვიანებით, როგორც სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ოჯახიშვილი საავამდყოფოში თავის ტკივილის გამო მოათავსეს.

იტვირთბა....