ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრემიერმა კახი კალაძის და ოთარ დანელიას შემცვლელები დაასახელა

პრემიერმა  ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრების შემცვლელები დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას მისი მოადგილე, ლევან დავითაშვილი შეცვლის.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის შემცვლელს, პრემიერის გაცხადებით ის მისი მოადგილე, ილია ელოშვილი იქნება.

შეგახსნებთ, რომ ორივე მინისტრი საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით იღებს მონაწილეობას, რის გამოც, კანონის მიხედვით, დაკავებული თანამდებობების დატოვება მოუწიათ.

იტვირთბა....