ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა გვარამიას განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ლაშა თორდია პასუხობს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე გაკეთებულ განცხადებას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ეხმაურება. მისი განცხადებით, მარიკა მარიკაშვილი, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლეა, აუდიტის სამსახურის თანამშრომელია:

“ჩემთვის ცნობილია, რომ მისი მეუღლე უზენაესი სასამართლოს მოადგილეა, ვიცოდი, იმიტომ, რომ ორივეს დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა ის, რომ დანიშვნა იმის გამო მოხდა, რომ შემდეგ ვიღაცაზე ზეწოლა განხორციელდეს, ეს შეუძლებელია. თუ რაღაც მტკიცებულებები მოიპოვება, რომ ვინმე ზეწოლას ახორციელებს, ეს სხვა საქმეა, სხვა ორგანოების საკვლევი, მე არ შემიძლია, ბერკეტი არ მაქვს, რაღაც ფორმით ოპერატიული საქმიანობა განვახორციელო, იყო თუ არა ჩემი მოადგილის მხრიდან რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა,“- განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისი განმარტებით, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, აღარ არის მისი მოადგილე, რადგან მან „ქართული ოცნების“  საარჩევნო სიაში გადაინაცვლა.

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, საქმის განმხილველი კოლეგიის წევრებზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება და ამ საქმეში ჩართული არიან უსაფრთხოების სამსახურები.

 

 

იტვირთბა....