გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, რუსუდანის, ივლეთის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დსახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ბენდელიანის ზემო დასახლების, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, ასურეთის, გერგუთის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, სანერგეს, ლისაშვილის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, წერონისის, ლაითურის, ჟღენტის, ინწკირველის, ურიდიას, წაღვერის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, კახიანის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, მესხის, უიარაღოს, სტურუას, მახალდიანის, მიქატაძის, კიკნაძის, ნოე ჩხიკვაძის, ცოტნე დადიანის, ალილუევის, მანჯგლაძის, კონსკაიას, სურგულაძის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის, რაჭის, ლეჩხუმის, სანერგეს, სვანეთის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის და დიდი-ჯიხაიშის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ავჭალის I სამხედრო დასახლების, ლერი ლაგურაშვილის, ერწოს, ხევისუბნის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, წრომის, ქებურიას, კისისხევის და მუშათა ქუჩებს.
დროის ამავე მონაკვეთში, ელექტრომომარაგება შეეზღუდება, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება კალოუბნის ქუჩაზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.