საქართველოს შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
სტოლტენბერგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სადაც ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო თურქეთის მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას.
დღეს იენს სტოლტენბერგი თურქეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.