“ რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს:
“იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტის პარალელურად, როცა საქართველოში ჩამოსული არიან ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ყველა ელჩი და საუბარია საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მძიმე, შავბნელი საქმეები. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კოლეგია რომელიც საქმეს იხილავს აბსოლიტურად ჩამოყალიბებულია, იმაზე რომ საქმე იყოს განხილული მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. ამ ზეწოლაში სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები. ჩვენი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსახურები. მე გამოვაშკარავებ ადამიანს, რომელიც სასამართლოს შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა. რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, დღეს კი ისინი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩინჩალაძე მთლიანად” – აცახდებს ნიკა გვარამია.
გვარამიას თქმით, ჩინჩალაძისა და ხელისუფლებას შორის არსებულ კავშირსა და ინტერესებს სწავლობენ და უახლოეს მომავალში ესეც გახდება ცნობილი.