ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო არ ეძებს კონფროტაციას რუსეთთან, ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერბშოუსთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა:

,,ესაა გამოწვევა ჩვენთვის და ნატოსთვის და ამ პროცესში პრობლემის გადაჭრაში ერთიანი უნდა ვიყოთ. ვერცერთი ქვეყნის მათ შორის იმ ქვეყნის, რომელთანაც გვაქვს სირთულეები და რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ანუ რუსეთის კეთლდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს ოკუპაციის გზით, რადგან 21-ე საუკუნეში გამყოფი კედლების აგება არის არარეალისტური და ამ კონფროტაციას არ აქვს შედეგი და ყველა მხარე წაგებულია.

ეს პარადიგმა უნდა შეიცვალოს. საქართველო არ ეძებს კონფროტაციას რუსეთთან, ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში/ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 7 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

იტვირთბა....