შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესასრულებლად.
რეზოლუციის ავტორები შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებენ გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.
რეზოლუციის მიხედვით უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიები.
იტვირთბა....