აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

პიტ ჰეგსეტი – სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ? თუ უკვე გვიანია?

სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა საფრანგეთში, სადესანტო სამხედრო ოპერაციის, იგივე D-Day-ს 82-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ესპანეთისა და იტალიის სანაპიროები; საბერძნეთისა და ბულგარეთის. ნავები და ხალხი ჩადიან. როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ? თუ უკვე გვიანია? ვლოცულობ და მჯერა, რომ არა. კაცმა, რომელიც აქ იბრძოდა და დაიღუპა, ევროპაში თავისუფლება აღადგინა. ეს თავისუფლება ლიდერებისა და მებრძოლების ამ თაობამ უნდა შეინარჩუნოს, თორემ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, მხოლოდ დროებითი იქნება. დღეს, როდესაც სულ უფრო რთულ საფრთხეებს ვაწყდებით, ვიხსენებთ 82 წლის წინ ამ სანაპიროებზე ნასწავლ გაკვეთილებს. ძლიერი მოკავშირეები, რომელთაგან თითოეული სრულად არის ერთგული თავისი როლის შესრულების, იმარჯვებენ ომებში. აქ დაკრძალული მამაკაცები იბრძოდნენ საომარ ალიანსში, სადაც თითოეულმა პარტნიორმა სრული მონდომება, გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. არც ცარიელი ლოზუნგები, არც მდიდრული სამიტები, არც კომუნიკეები –  ნამდვილი მოკავშირეები არიან, რომლებიც რეალურ საქმეებს აკეთებდნენ, რეალურ დანაკარგებს იღებდნენ საერთო მიზნისთვის, რომლისთვისაც ბრძოლა და სიკვდილი ღირდა. თითოეულმა ერმა გაიღო თავისი წილი. თითოეულმა ერმა სისხლი დაღვარა. ამერიკა იქნება ლიდერი და ასე უნდა იყოს, მაგრამ ქმედითუნარიანი მოკავშირეები უნდა გვედგნენ გვერდით, მხარდამხარ, კრიტიკულ მომენტში“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

იტვირთბა....