ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის:
„როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის და ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.