ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნატოს დღის წესრიგში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი“

ნატოს დელეგაციის თბილისში ვიზიტი ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ დადებითად შეაფასა:

„ეს არის მკაფიო სიგნალი და დემონსტრირება იმის, რომ ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე. ეს ეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას. ამ სამიტზე შეთანხმდა თანამშრომლობის ახალი გზები და ვისაუბრებთ ამ გზების იმპლემენტაცის თემაზე“, – განაცხადა მაისურაძემ.

ნატოს გენერალური მდივანი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა.

იტვირთბა....