ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა“

ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მიმდინარეობს.

შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა:

 

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად ნატოსთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ ნატოს როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია, დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე თუ როგორ შექმნას ნატომ უსაფრთხოება მსოფლიოში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....