ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ოფისს კვერცხები ესროლეს. “მეტრონომს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამ წუთებში ოფისში სამართალდამცავები იმყოფებიან.
პარტიის წევრი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ ოფისს კვერცხები პოლიტიკურმა ოპონენტმა, კერძოდ კი „ქართულ ოცნების” აქტივისტებმა ესროლეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.