ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის გამო ბრიტანეთის ეკონომიკა დაზარალდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ რთული პერიოდი ელის.

BBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში  მეიმ აღნიშნა, რომ ბრექსითის გამო ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, ამიტომ ქვეყანა პროცესს მომზადებული უნდა შეხვდეს.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2017 წლამდე არ დაიწყებს.

პარალელურად, ლონდონში, ბრექსიტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი საკანონმდებლო ორგანოსგან, რომელმაც მუშაობა ორ დღეში უნდა განაახლოს, პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

 

იტვირთბა....