აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მიგვეღო გადამჭრელი ზომები მაინინგის წინააღმდეგ” – ირაკლი კობახიძე

“ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მიგვეღო გადამჭრელი ზომები მაინინგის წინააღმდეგ” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომ მაინერების საკითხის უკან მდგომ ერთ-ერთ პირად “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე სახელდება.

“ჭორებით საუბარია არასწორია. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და მასთან დაკავშირებით ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთადაც გვქონდა საუბარი და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადამჭრელი ზომები უნდა მიგვეღო, რომელიც შეიძლება სირთულეებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ უნდა მიგვეღო ზომები” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომ მაინერების საკითხის უკან მდგომ ერთ-ერთ პირად “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე სახელდება.

1 ივნისს მამუკა მდინარაძემ დაანონსა, რომ “მთავრობა მესტიაში ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზსნესაქმიანობის კერძოდ, მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.” დღეს შსს-მ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო.

იტვირთბა....