აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა გვარამიას ისეთ ადამიანად არ ვიცნობდი, რომელიც კონსპირაციის თეორიების დაიჯერებდა, აღმოჩნდა, მის ინტელექტს იმაზე დიდ პატივს ვცემდი, ვიდრე თავად სცემს პატივს” – თაზო დათუნაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში მარტივი რამ წერია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭიროა, ხელისუფლებამ გამოასწოროს პოლიტიკური ვითარება და შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ხოლო ოპოზიციამ წარმოადგინოს თავისი ამომრჩეველი კონსტიტუციურ წარმომადგენლობით ორგანოებში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, მაშინ რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამია ამ საკითხზე „ლელოს“, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ „როგორც აღმოჩნდა, ნიკა გვარამიას ინტელექტს იმაზე დიდ პატივს ვცემდი, ვიდრე თვითონ სცემს პატივს“.

„ნიკა გვარამიას მე არ ვიცნობდი ადამიანად, რომელიც „ქართული ოცნების“ გონებაჩამორჩენილი წევრების მსგავსად, პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვამბობ, დაიჯერებდა კონსპირაციის თეორიების, ან იქნებოდა ამ კონსპირაციული თეორიების ავტორი. თუ ვამბობთ, რომ სისულელე და მარაზმია, როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს „დიფ სთეითზე“, გლობალური ომის პარტიაზე, მასონებზე და უცხოპლანეტელების მიერ მართულ მსოფლიოზე, ზუსტად ისეთივე კონსპირაციის თეორიებია სიებზე ლაპარაკი. განცხადებაში შავით თეთრზე წერია კონსტიტუციურ წარმომადგენლობით ორგანოებში საკუთარი ამომრჩევლის წარმოდგენაზე. და რატომ არ არის ლაპარაკი არჩევნებზე, რომელიც სიტუაციის ნორმალიზებისთვის ყველაზე სწორი, ერთადერთი სწორი გზაა და რატო არის ლაპარაკი ამ მარაზმატიკულ კონსპირაციულ თეორიებზე, რაღაც სიებზეა ლაპარაკი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

იტვირთბა....