ახალი ამბები მთავარი სამართალი

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა

დედისა და სამი შვილის მკვლელოვბაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა ერთი კვირის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მკვლელობა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 10 ივლისს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი  დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქურდობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შევიდა.

პროკურატურის ცნობით სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ბრალდებულმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

 

იტვირთბა....