ახალი ამბები მთავარი სამართალი

დემურ სტურუას ოჯახი და თანასოფლელები აქციების დაწყებას გეგმავენ

დემურ სტურუას თანასოფლელები აქციებს დაიწყებენ თუ რამდნეიმე დღეში არ მოხდება ძებნილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის დაკავება.  დაფნარის მცხოვრებლები სამტრედიის პოლიციის განყოფილების წინ შეიკრებას აპირებენ.

გარდაცვლილი ახალზაგრდის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ძებნილი პოლიციელის დასაკავებლად ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  ქუთაისში საოლქო პროკურატურის წინ შიმშილობას დაიწყებენ.

გოდერძი თევზაძეზე ძებნა უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. თევზაძის წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....