კიშინიოევის აეროპორტში დააკავეს, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა. ამის შესახებ აფხაზური მედია დნესტრისპირეთის არაღიარებლი რესპუბლიკის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც აფხაზური მედია წერს, არშბა დნესტრიპირეთში მიემგზავრებოდა.
დნსტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებამ მოლდოვის ხელისუფლებას წინასწარ აცნობა სტუმრის ვიზიტის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, “აფხაზეთის წარმომადგენლის წინააღდეგ რესპრესიული ზომები მაინც გატარდა”.