თბილისში 2010 წელთან შედარებით ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგებულია და დღეისთვის საშუალოდ 400 000 მანქანა გაადადგილდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს შეეხებოდა, ნარმანიამ იმ ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ დღემდე განახორციელა.
„თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები. ის რეგულაციები და ინსტრუმენტები, რაც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გადაადგილების დროს დისკომფორტი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.