აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.
“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.
შეგახსენებთ, სომხეთს დე ფაქტო აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.