ვაკეში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯარა ჩაამტვრიეს. შეთხვევა გვიან ღამით მოხდა.
პარტიის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მომხდარი ხელისუფლების ნამოქმედარია. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ხელისუფლება ძალადობს ოპოზიციაზე.
„ჩვენ ვნახეთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, რომ ის რაც მათ შეუძლიათ ეს არის ცალსახად ნგრევა, ნეგატივი და არა ის, რაც სჭირდება ქვეყანას – ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვა. შესაბამისად ეს არის ბუნებრივია ხელისუფლების ხელწერა. მათ არ ესმით რამდენად საზიანოა ეს მთლიანად ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ასეთი ნგრევით და აგრესიით ისინი უფრო დააჩქარებენ თავიანთ დამარცხებას, ისინი აჩვენებენ თავიანთ სისუსტეს, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა ზიანდება.“-განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობ.