ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მზად ვარ თუნდაც 30 მილიონით დავაფინანსო მეჩეთის მშენებლობა“

იპოთეკარებთან გამოსავალი ვერ ვნახეთ, მეორე მხარეს ბანკები დგანან,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ჯიდიესის“ პირდაპრ ეთერში.

„ძალიან რთული პრობლემაა, ახალი მთავრობა გააგრძელებს ალბათ ამაზე მუშაობას“.-განმარტა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება კიტხვას, აჭარაში მეჩეთის მშენებლობის შესახებ,  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არსებული მეჩეთის გაფართოებაზე იყო საუბარი, მაგრამ წარმოიშვა ტექნიკური პრობლემები, რომელიც ეხება როგორც ადგილს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას:

„ მე პირადად მზად ვარ თუნდაც 30 მილიონით დავაფინანსო მეჩეთის მშენებლობა, თუ დაფინანსებაზე მიდგა საქმე.  ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ მუსლიმებს ამ ქვეყანაში ჩაგრავენ, ყველაზე ტოლერანტულები ვართ მათ მიმართ ევროპაში“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ქართველთა და მუსლიმთა ურთიერთობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი საამაყოა.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....