რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის სავარაუდოდ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა. ამ ეტაპზე პატიმრის ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს.
როგორც „რუსთავი 2“ იტყობინება, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქში პატიმრის ფოტოს ასლით დადიან და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის ეკითხებიან.