ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს დროებით საცხოვრებლად ხის სახლებს აუშენებენ

იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დროებით თავშესაფრად ხის სახლებს აუშენებს.

ხის სახლების სოფელში 2500 ადამიანს განათავსებენ, რომლებიც სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩნენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ამგვარ საცხოვრებლებს კარვებთან და კონტეინერებთან შედარებითი მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ.შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრას იტალიაში 290 ადამიანი ემსხვრპლა. სტიქიამ გაანადგურა ქალაქები ამტრიჩე, აკუმლი და პესკარა დელ ტრონტო.

იტვირთბა....