გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმის “ჰეროკრატიას” პრეზენტაციას ესწრებოდა ჟურნალისტმა მარინა აბულაძე, რომელმაც ფილმის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“ეს არის უმაღლეს დონეზე გადაღებული ფილმი, ბრწყინვალე მსახიობებით, ძალიან ზუსტად არჩეული ტიპაჟებით, ოპერატორული ნამუშევარი შეუდარებელია და… მოკლედ, ეს არის კინო, რომელსაც ძალიან ხშირად ვუყურებთ ამერიკული ციხეების ცხოვრებაზე, თუმცა ამერიკა “ჩვენს გლდანის ევროპული დონის საშინელებათა ციხესთან” ახლოსაც ვერ მოვა…
საშინელი და უძლიერესი ემოცია… გოგას ნერვების შემშურდა… ბრავო, რომ გაბედე და გადაიღე ასეთ დონეზე! უძლიერესი რეჟისორი ხარ, ძალიან ძნელია ასეთი უმძიმესი ფილმის (ამჯერად) – სერიალის რეჟისურა… კიდევ ერთხელ – ბრავო, რეჟისორო!”
ბიჭი, რომლის ისტორიაც ვნახეთ, დარბაზში იჯდა. დაავადებული და ხეიბარი… წარმომიდგენია მისი მდგომარეობა. დარბაზში მსხდომთაგან ბევრს, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე ქონდა განცდილი ეს სისასტიკე და ამბობდნენ, ყველაფერი ისეა ნაჩვენები, როგორც რეალურად ხდებოდაო…”, – ამბობს ჟურნალისტი.
marshalpress.ge