ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 267-მდე გაიზარდა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა, დაახლოებით 400 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას,- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.  იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....