ბოლივიაში გაფიცულმა მაღაროელებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცემით მოკლეს. Reuters-ის ინფორმაციით რუდოლფო ილანესი მაღაროელებმა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი ცემით მოკლეს.
ბოლივიის ხელისუფლებამ 100-მდე მაღაროელი დააკავა. სამართალდამცავების ცნობით დამნაშავეები უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი.
“ეს დანაშაული სასჯელის გარეშე არ ჩაივლის”. – განაცხადა ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.