ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ნაციონალების” ბანერს ყვარელში სავარაუდოდ იარაღი სამჯერ ესროლეს

 

თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მისი ბანერი დააზიანეს.

ბანერი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის კედელზე იყო განთავსებული.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები იქნებოდნენ, სხვა ვინ თუ არა ისინი. როგორც ოჯახის მეპატრონემ მითხრა, წუხელ პირველის ნახევარზე მომხდარა შემთხვევა. ამბობს, სამი სროლის ხმა გავიგე, ფანჯარაში რომ გამოვიხედე კედელზე ძვრებოდნენ და ჩამოგლეჯვაც უნდოდათო. მე ვერ დავადგენ ნასროლია თუ არა, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სამი ერთნაირი ნახევი აქვს ბანერს.” – განაცხადა ბოტკოველმა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ ბოტკოველი უკვე გამოკითხა.

იტვირთბა....