მერიაში გარემოს დამცველების და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სულხანიშვილის შეხვედრის დროს ხმაური იყო. რა დროსაც მოშიმშილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.
მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ წევრმა ნატა ფერაძემ, უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დროს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასწრაფო ბრიგადების ადგილზე მობილიზება.
პარტიზანი მებაღეების წევრებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს, რადგან მათი განცხადებით, ის წინასაარჩევნო პოპულიზმს ემსახურებოდა.
შეგახსენებთ, „პარტიზანი მებაღეები“, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ისინი ნინო სულხანიშვილის გადადგომისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურის შეცვლას ითხოვენ. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა 7 დღის წინ ამ მოთხოვნით მერიის წინ შიმშილობაც გამოაცხადა. პროტესტის მეშვიდე დღეს კი შეუძლოდ გახდა, რისთვისაც საჭირო გახდა მისი საავამდყოფოში გადაყვანა. მის მაგივრად გუშინ შიმშილობა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა გააგრძელა. დღეს სწორედ ის გახდა შეუძლოდ.