aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი იმედგაცრუება ელოდება ბიძინა ივანიშვილს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩენვების შემდეგ საქართველოში დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლების არჩევა მოხდეს.

ამის მიზეზად ხუახაშვილი, იმ ამომრჩევლის რაოდენობას ასახელებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს.

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულად დიდია. მე უბრალოდ ნეიტრალური კვლევების მონაცემების გამჟღავნების უფლება არ მაქვს, თუმცა ამ კვლევითაც დასტურდება, რომ რაოდენობა ასეთი ადამიანების 35-40%.

ეს არიან ამომრჩევლები, რომლებმაც ჯერ ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას, იმედები გაუცრუვდათ და მერე ქართულ ოცნებას, ახლა არც ერთი არ მოსწონს და მესამე ძალას ვერ პოულობს. თუ ეს ამომრჩეველი ვერ ჩამოყალიბდა ამ შემთხვევაში მივიღებთ დაბალ აქტივობას და სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას. თუ ეს ამომრჩეველი ჩამოყალიბდა ეს ამ პარტიების განლაგებას სერიოზულად შეცვლი. პირველ ორ ადგილს ამ პარტიებს ვერ წაართმევს, მაგრამ მათთან ახლოს მაჩვენებელს მიაღწევს. ცხადია, რომ “ოცნება” ვერ ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული პარტია, მას არ ჰყავს ლიდერი და რა ნდობაც აქვს დღეს ეს მთლიანად არის ივანიშვილის დამსახურება, თუმცა ახლა ესეც ვეღარ იქონიებს გავლენას და დიდი იმედგაცრუება ელოდება ბიძინა ივანიშვილს, ნდობასთან დაკავშირებით.” – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....