სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – სულთან გუმაშვილი დაიღუპა. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულთან გუმაშვილი სირიაში მამასთან ერთად პანკისიდან 2013 წელს წავიდა.
გუმაშვილის ოჯახის დანარჩენი წევრები სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობენ.