ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნატა ფერაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა. ის აპირებს თბილისის საკრებულოში მისულ დედაქალაქის მერს მომზადებული კითხვები დაუსვას.
როგორც ნატა ფერაძის ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომისა და აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული ცვლილების მოთხოვნით, შიმშილობის აქცია არ შეწყვეტილა და ნატა ფერაძის ნაცვლად პროტესტის უკიდურეს ფორმას ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა მიმართა.
შეგახსენებთ, ”პარტიზანი მებაღეობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მან ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის გამო მიმართა. ფერაძე მიიჩნევს, რომ ხეების მოჭრის შესახებ ნებართვა უკანონოდ გაიცა. შიმშილობის აქციით ”პარტიზანი მებაღეობის” ერთ-ერთი ლიდერი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომასა და სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებას ითხოვდა.

იტვირთბა....