ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის მერია პროკურატურას მიმართავს: ყაზბეგზე სავარაუდოდ საღი ხეებია მოჭრილი

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა, „რუსთავი 2“-თან საუბარში ეჭვი გამოთქვა, რომ  ყაზბეგის გამზირზე საღი ხეებია მოჭრილი:

“საბუთები მზადდება და აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას. არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა – ერთი ის, რომ მოიჭრა ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და დასკვნის მიხედვით, საღი იყო, მეორე – თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს”, – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საღი ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....