3 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა თურქეთში მომხდარი აფეთქებისას. Reuters-ის ცნობით, ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული.
შემთხვევა აღმოსავლეთ თურქეთში ქალაქ ელაზიგში მოხდა.
თურქეთის საინფორმაციო სააგენტო “დოღანის” ინფომაციით აფეთქების ორგანიზატორი “ქურთების მუშათა პარტიაა” (PKK) .