ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოდიშს არ ვიხდით, არ ვინანიებთ“: რატომ გადაწყვიტა „გირჩმა“ ბურჭულაძესთან გაერთიანება

 

“ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია იმ მიზეზებზე საუბრობს რის გამოც ბლოკმა თანამშრომლობა პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის” შესთავაზა. ხვიჩიას თქმით, პოლიტიკაში უნდა აკეთო არა ის რაც სხვებს მოეწონებათ, არამედ ის რაც კონკურენტებს არ მოეწონებათ.

“მეგობრებო, რასაკვირველია გვესმის თქვენი კრიტიკის, ვიცი რომ ბევრს არ მოგეწონათ, მათ შორის, გულწრფელ გულშემატკივართ…

გარწმუნებთ, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა რომელსაც ეს მოეწონა, ამიტომაც, გავბედეთ”…

როგორც ჩანს, პოლიტიკაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა უნდა აკეთო არა ის, რაც მოგწონს, არამედ ის რაც შენს ,,მტრებს” არ მოეწონებათ…

ასე რომ, ბოდიშს არ ვიხდით, არ ვინანიებთ, არ შევიცვლებით, გაგიკვირდებათ და თვითმფრინავით ხატებსაც არ შემოვაფრენთ…

ვინც გაგვიგებთ, დაგიფასებთ (ასეთ დროს გაგებას სხვა ფასი აქვს), ვინც ვერა, ჩვენ გაგიგებთ, არ მოგვეწონება თქვენი აზრი, მაგრამ გაგიგებთ…

პოლიტიკას აკეთებენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სტიმულებზე რეაგირებენ, ამდენი აქტიურობა და ფარული ვნებები გირჩის მიმართ ადრე საჯაროდ რო გამოგეხატათ (ვისაც ტრფობის გამოხატვა მოერიდა,) თქვენი შეშფოთება უფრო დამაჯერებელიც იქნებოდა და შეიძლება სხვა სტიმულებიც ყოფილიყო, თავიდანვე…

მოკლედ, ისე არის როგორც არის… წინ თითქმის 2 თვეა, ვეცდებით შემოგირიგოთ, აგიხსნათ ჩვენი მოტივები… ის რომ თქვენი ხმის არ დაკარგვის თვალსაზრისით, ბარიერის ღირსეულად გადალახვა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ შემტევი და ეფექტური ფეხბურთით შეიძლება ვერ მოიგო…

თუ გამოვიდა ხომ კარგი, თუ არადა რას ვიზამთ… არ იყო გირჩი, მაგრამ თქვენ კი აძლევდით ვიღაცას ხმას და დაუბრუნდებით (დროებით ან მუდმივად), ვითარცა ყოფილ სატრფოს…” – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სარჩევნო ბლოკი „ახალი არჩევანი“, რომელშიც „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ არიან გაერთიანებული, პაატა ბურჭულაძის პარტიას ბლოკში გაერთიანებას სთავაზობს.  ამ დრომდე ბურჭულაძის პარტიის ოფიციალური პოზიცია უცნობია.

იტვირთბა....