ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წერეთლის გამზირზე ავტომანქანამ ქვეითი იმსხვერპლა

 

გუშინ საღამოს წერეთლის გამზირზე, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა.

იტვირთბა....