მთელი ევროპის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი რუმინეთის უსაფრთხოება, საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანესია, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქებას.
მისივე თქმით, საფრანგეთი რუმინეთის გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში, რუმინეთის ხელისუფლების თხოვნის საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ჩვენი სამხედროების გაგზავნა რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად, ამიტომაც ვართ დღეს იმ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ქვეყანა, რომელსაც რუმინეთი იღებს. ასე რომ, ჩვენ რუმინეთის ხელისუფლებასთან ერთად ვდგავართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი როგორც ხმელეთზე, ისე საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

