იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსი − სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების მიხედვით, რომ ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული − ყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.
იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უფლება − მიიღოს მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურება, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს ნოტარიუსთა საქმიანობის მუდმივ ზედამხედველობას, ხოლო მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება მკაცრი რეაგირება.
დღის რეიტინგული სტატიები:
- საგანგაშო სიგნალი რუსეთიდან: ქართველი პოლიტოლოგი განცხადებას ავრცელებს
- „შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
- „საქართველოს პრეზიდენტი ვარ, წამო ერთად დავლიოთ“: ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ უცნაურ ამბავს ყვება
- “რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს”: ვინ იყო ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა