ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბარბარეს სიკვდილი თქვენი დაკვეთილია!!!“

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელით საზოგადოებას მიმართავს:

“ბარბარეს სიკვდილი თქვენი დაკვეთილია!!!

დიახ, თქვენ დაუკვეთეთ ბარბარეს მკვლელობა თეატრალიზებულ სანახაობაზე შეყვარებულო ხალხო! დიახ, თქვენს გამო შეეწირა უმანკო ბავშვის სიცოცხლე გარეწრების ხელს და იცით რატომ? იმიტიმომ, რომ თქვენ საარჩევნო ყუთებამდე მიეყვანეთ!!!

თქვენს უგუნურობას, გაუნათლებლობას, უპასუხიმგებლობას ემსხვერპლა ბარბარე და დღემდე ვერ გაგითვითცნობიერებიათ, როგორ გახდით დამნაშავეები მისი სული წინაშე!!!

თქვენ, რომ ელემენტალური აზროვნების უნარი გქონოდათ, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა ამ საშინელი სცენარის რეალიზებას საპრემიეროდ!

თქვენ ისევ სდუმხართ, ისევ ელოდებით სისხლსა და სიძულვილს, რომ ეგზალტირებულებმა მიაღწიოთ საარჩევნო უბნამდე. სიძულვილით გადახაზოთ ერთი და სიბრიყვით შემოხაზოთ მეორე.

გახსოვდეთ,  ყველა თქვენგანისგან,  გზა საარჩევნო ყუთამდე სულ რამდენიმე მეტრის სავალზეა, მაგრამ გზა სინდისის ღმერთამდე მისაღწევად საოცრად გრძელია… და ეს გრძელი გზა ჯოჯოხეთად გექცევათ ყველას, რადგან ამ გზაზე ბარბარეს სული დაგემგზავრებათ ცოდვათა საგზლად, რომ მშრალ ხახაში გაგეჩხიროთ და ვერ გადაყლაპოთ!!!“ – წერს სულაშვილი.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....