“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცესკო-ში “ცენტრისტები” არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ:
“ცენტრისტებისგან, რაღაც ტალახისგან ავაგეთ მონუმენტი და უნდათ, რომ ამ მონუმენტს დაეტაკონ და გადაანგრიონ, რაც ძალიან ადვილია. საერთოდ, 0%-იანი რეიტინგის მქონე ადამიანი წამოვწიეთ წინ, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურობს. ვფიქრობ, არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ მაინც სარჩელი. მეთანაღრება გული, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ”,- აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ცენტრისტებმა“ სარეკლამო კლიპით მოსახლეობას რუსული ჯარი და რუსული პენსია შესთავაზეს.