აჭარში, ძლიერი წვიმის შედეგად ზღვაზე განვითარებული 4 ბალზე მეტის სიძლიერის შტორმის გამო მაშველებს 20-მდე ადამიანის გამოყვანა მოუხდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე ამკრძალავი დროშები იყო, მოქალაქეები ზღვაში მაინც შედიოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს საგანგებო რეჟიმში მოუწია მუშაობა.
ამასთან, ბათუმის პორტში გემებს შესვლა გუშინ, მეორე ნახევრის შემდეგ აიკრძალა.