ბათუმში, რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, ქალაქის ქუჩები დაიტბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარება ე.წ. ჭაობის დასახლებაშია, სადაც ამ დროისთვის წყალმა უკვე დააზარალა რამდენიმე ოჯახი. დატბორილია სახლების პირველი სართულები.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე დაფიქსირდა 50 გამოძახება.