შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ რუხიდან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს ეხმაურება.
“ცოტა ხანში გვექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია. საქართველოს მხარის მოთხოვნაა ერთი, აუცილებლად დაუყონებლივ განთავისუფლებულები უნდა იყვნენ უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები.”- აცხადებს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებულთა ოჯახის ინფორმაციით ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა გალის იზოლატორში იმყოფებიან.