ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 64-მა პარტიამ მიმართა განცხადებით საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის. პარტიების რეგისტრაციის ვადა 12 აგვისტოს ამოიწურა.
ამ დროისთვის რეგისტრირებულია 38 პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცესშია 19. ცესკოს ცნობით, დარჩნილ 7 პარტიას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, მხარდამჭერთა სიების არ წარმოდგენის მიზეზით (ასეთები არიან ”სამართლიანი საქართველოსთვის” , “ხმა დედის და ხმა ერის” და სხვ.).
ცესკო 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა.
პარტიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ პარლამენტში წარმომადგენელი რეგისტრაციაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა იყო 12 აგვისტო, ხოლო პარტიებს, რომლებსაც არ ჰყოლიათ წარმომადგენელი პარლამეტში ცესკოსთვის უნდა მიემართათ 2016 წლის 1 იანვრიდან-1 აგვისტომდე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოშო 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღესვე ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.