11 აგვისტოს, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდის და ისნის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 10: 00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და დავით ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.