ახალი ამბები მთავარი

“ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ”

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორი უნდა იყოს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს კონსტიტუციაში. ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა, მან მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მთავრობისგან, თუ დიპლომატიური კორპუსისგან“,-განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა. მან გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა. პირველი არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, თუ რა ვითარებაში შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და მეორე, კონკრეტულად ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნის იურიდიულად გაუმართაობა.

იტვირთბა....