ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა , რომ ქორწინების საკითხზე რფერენდუმს არ დანიშავს.

“მინდა, საზოგადოებას გავუზიარო  ჩემი  მოსაზრება სარეფერენდუმო წინადადებასთან მიმართებაში. დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე  ვალდებული ვარ, დავიცვა  ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით”.-აღნიშნა  მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილების მიღების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი კანონი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

“თუკი არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, შესაბამისი კანონი უნდა განიხილოს პარლამენტმა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....